Logo

ირაკლი კობახიძე - წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება

პოლიტიკა
207
Frontnews image description

წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება, მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინციდენტებმა, აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება ძალის გამოყენებას - გამოყენებული იქნება  მაქსიმალური ძალა, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.

"წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. მაგალითად, იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, ხაბეიშვილის შემთხვევა, და იყო ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, სამი შემთხვევა იყო.

რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინციდენტი არ მოხდეს. ასეთი ინციდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ასე იყო წინა შემთხვევაშიც - მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინციდენტებმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს. რაც შეეხება ძალის გამოყენებას - გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement