ირაკლი კობახიძე - ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმად დამწუხრებული ვარ გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი, გამორჩეული ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო.
ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის!
საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს. ჩემი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან და ახლობლებთან არის“, - წერს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




