Logo

ირაკლი კობახიძე - წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის, წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან

პოლიტიკა
259
Frontnews image description

წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის, წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.

"გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის. წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები. სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები