
ავტორი
Front News საქართველო
წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენია ეკონომია სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის გადახედვიდან და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა.
"თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ეკონომია შეადგენს 75 მლნ ლარს, თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახებია შერჩეული კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, შემდეგ გადამოწმებამ უნდა მოიცვას ყველა ოჯახი და ეს ეტაპობრივად გაგრძელდება. წლის ბოლომდე სავარაუდო ეკონომიკა იქნება 75 მლნ ლარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატების კითხვის საპასუხოდ პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს