ირაკლი კობახიძე - თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი


ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა, მთავარი არის მიმდინარე პროექტების ხარჯეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა.
"ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით იმით, თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამასაც სჭირდება რეაგირება. პირველ რიგში იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციის ეფექტი, თუ არ არის მაგალითები ბუნებრივია, ცდუნება რჩება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, კორუფცია ზოგადადა არის დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს