Logo

ირაკლი კობახიძე - თუ კონკრეტული პატიმრები გამოხატავენ სინანულს, გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული და მონანიება პრინციპულად მნიშვნელოვანია

პოლიტიკა
213
Frontnews image description

თუ კონკრეტული პატიმრები  ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, რას გააკეთებს მთავრობა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, როდესაც საპატრიარქოს ექნება თხოვნა.

"აქ, არის მარტივი მიდგომა. თუ კონკრეტული პატიმრები ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული, მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი მარტივი დამოკიდებულება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები