ირაკლი კობახიძე - თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად იმ რეზოლუციის პროექტზე განაცხადა, რომელსაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით წარადგენენ.
მისი თქმით, ტრაგიკულია დღეს არსებული მდგომარეობა და ამავე მძიმე მდგომარეობას ასახავდა წინა რეზოლუციაც.
"იცით ჩვენი დამოკიდებულება PACE-ს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული, წინა რეზოლუცია რაც იქნა მიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა აღიარეს არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. არავის უკვირს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი. თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს