Logo

ირაკლი კობახიძე - თუ წარმოიშვა დავა საქართველოს სახელმწიფოსა და "იგლ ჰილსს" შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი

პოლიტიკა
168
Frontnews image description

"იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში, დეველოპერული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის - საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია იგლ ჰილსს შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, რაც მიღებული პრაქტიკაა.

"კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, რომელიც არის დადებული საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები