ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს

ავტორი
Front News საქართველო
პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა - თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა, როცა საქმე ძალადობასა და კანონის დარღვევას შეეხება.
"თუ ვინმე გადავა ძალადობაზე, თქვენ ნახეთ, რომ 2-დან 5 წლამდე მოუწიათ ციხეში ჩაჯდომა იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობდნენ, სახელმწიფო სისტემისა და პარლამენტის შენობის წინააღმდეგ ძალადობდნენ. ანალოგიურად, შეეფარდება ყველა მოძალადეს კანონის შესაბამისი მუხლი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და ყურადღებისკენ. ყველა იყოს ფრთხილად, როცა საქმე ეხება ძალადობას და კანონის დარღვევას", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


