Logo

ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება

პოლიტიკა
191
Frontnews image description

ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული.

"მინდა ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ყველას წინაშე. ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში. შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გაფრთხილება. რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება, ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში, აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია მათ მიმართ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ყველა სათანადოდ გავაფრთხილოთ. მერე არ გაუკვირდეთ თუ კანონი მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement