ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მეგობარ აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება


ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მეგობარ აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ, იმას, თუ რამდენად არის ასახული ამ დოკუმენტებში სიმართლე.
"ოპოზიციას ძალიან ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა, არც ერთმა არ უშველა, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. მთავარია საზოგადოების შეფასება. თუ რომელიმე აქტში, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ან იგივე, მეგობარ აქტში არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვრცელდებოდა კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მეგობარ აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება. ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ, იმას, თუ რამდენად არის ასახული ამ დოკუმენტებში სიმართლე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს