ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის, შსს-ს მხრიდან


ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სიისა და სამოქმედო გეგმის გავრცელებას ეხებოდა.
მისი შეფასებით, ეს არის უსუსური მცდელობები, რაც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის უსუსურ სახეს.
"ასეთი ქმედებებით ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევენ. თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ეს არის მარტივი გაფრთხილება, რაც შეიძლება ამ ადამიანებს მივცეთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს