ირაკლი კობახიძე - თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
"კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თურქეთის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხადე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




