
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
"შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთო რეგიონულ ინტერესებზე დაფუძნებულ ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის. ყურადღება დაეთმო ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობები და ერთობლივი რეგიონული პროექტები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს