ირაკლი კობახიძე თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულქადირ ურალოღლუს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომის ფარგლებში იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.
"საუბრისას განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კავშირების გაძლიერებას.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს