Logo

ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

პოლიტიკა
250
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალზე.

"აღინიშნა ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა და სამხრეთის გაზის დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

Advertisement