Logo

ირაკლი კობახიძე - თურქმენეთის პრეზიდენტთან საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე

პოლიტიკა
136
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

მისი თქმით, მხარეებს შორის საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.

"პროდუქტიული შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან.

ჩვენი საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გააქტიურებაზე“, - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები