ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება და სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




