ირაკლი კობახიძე - თვითონ ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან. როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის“ აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თავად ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.
"რაც შეეხება ჩინეთს, პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან. როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის“ აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია. თვითონ ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ის განცხადებები, რასაც აკეთებენ როგორც ქართული, ასევე „დიფ სთეითის“ კონკრეტული აგენტები“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს