
ავტორი
Front News საქართველო
ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ ეს არ არის, ბუნებრივია, ელჩის უფლებამოსილების სფერო და პრეროგატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის საელჩოს განცხადებას ეხებოდა.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა არადიპლომატიური განცხადება გააკეთა, რითაც უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს.
“უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს. კარგია, რომ ეს უხერხულობა ამ განცხადებით გარკვეულწილად განეიტრალდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს