
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს ლანძღავს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული პირი კიევში ცხოვრობს და საქართველოში არ იმყოფება.
კობახიძის თქმით, ეს არ არის პირველი პროვოკაცია იმ ძალების მხრიდან, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. მისივე განცხადებით, მთავარია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მსგავსი ქმედებები და პროვოკაციებს არ აჰყვეს.
“ეს არ არის პირველი ფაქტი, თუ არ ვცდები, მეხუთე თუ მეექვსე ასეთი ვიდეო ვრცელდება სოციალურ მედიაში. თქვენ იცით, რომ უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი და მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია, არის პროვოკაციების მაქსიმალურად მოწყობა. ასეთი პროვოკაციები, ბუნებრივია, ამ სურვილს და განზრახვას უკავშირდება. მთავარია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს და არ აჰყვეს ამ პროვოკაციებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს