
ავტორი
Front News საქართველო
ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა, ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს არის ცარიელი სპეკულაციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა, მათ შორის, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ხოლო მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა.
"ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში. უკრაინაში, სამწუხაროდ, არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, 2022 წლის შემდეგ იცით, როგორ მძიმედ განვითარდა პროცესები ამ ქვეყანაში, რაც ჩვენთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი, ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი, თუმცა ხედავთ, რა მდგომარეობაა შექმნილი - ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის, ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის უკრაინაში შექმნილი.
რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვაც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ეს აისახება მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2022 წლიდან მოყოლებული, მოვახერხეთ, დაახლოებით 14 მლრდ დოლარით გაგვეზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. ეს არის, რა თქმა უნდა, მათ შორის, კორუფციის შედეგი, ინსტიტუციური კრიზისის შედეგი, რომელიც შექმნილია მოლდოვაში, ეს არის საერთო სურათი.
ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა, ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს არის ცარიელი სპეკულაციები", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს