ირაკლი კობახიძე უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ბავშვებს გაესაუბრნენ და მათ ვახშამზე უმასპინძლეს.
ბანაკი 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს