
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი ხალხი, უკრაინა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით, მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისივე თქმით, თითოეული განცხადება, რასაც უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ, ემსახურება იმას, რომ საქართველო როგორმე ომში ჩაითრიონ.
“ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ყველაფერზე საუბრისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ არის ტრადიციული საუკუნოვანი მეგობრობა ხალხებს, ქვეყნებს შორის და ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა იყოს ასახული ხელისუფლებებს შორის მეგობრობაში, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის სამწუხარო მოვლენა და რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უკრაინელი ხალხი, უკრაინა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს