
ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძემ განმარტა რატომ არ ჩადის საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
“ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს. ეს არის ის, რომ ელჩი ჯერ გაიწვიეს ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გაათავისუფლეს, თუმცა როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით აქტი ჯერ არ არის გამოცემული. პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ დღემდე დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია. ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში გარკვეულ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს