ირაკლი კობახიძე - უკრაინის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული

ავტორი
Front News საქართველო
ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული, უკრაინა ახლა განადგურებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, როდესაც იგი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა.
"პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა და მე სრულად ვეთანხმები ამას. რა თქმა უნდა, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. და ბოლოს, ხედავთ, რომ ქვეყანა, ძალიან კარგი ქვეყანა, მეგობრული ქვეყანა, უკრაინა, ახლა განადგურებულია. მათ უზარმაზარი პრობლემები აქვთ, არის ამდენი მსხვერპლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ეკონომიკა", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, აღიქვამს თუ არა ამ ომს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მარიონეტულ ომად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის.
"აშშ-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს არის მარიონეტული ომი. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის შეერთებული შტატების, მაგრამ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის. ამიტომ, მე უბრალოდ ვიმეორებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფორმულირებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


