
ავტორი
Front News საქართველო
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.
“ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. კონკრეტულ ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც ცდილობდნენ – რევოლუციის მოწყობა, ამ შემთხვევაში, უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობები აღმოჩნდა წარუმატებელი.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის – ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს