ირაკლი კობახიძე - უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, "ქართული ოცნება" დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა

ავტორი
Front News საქართველო
უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლემების მიუხედავად, განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
"ცალკე საკითხია უპრეცედენტო ზეწოლა კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე. უნდა გვახსოვდეს ათეულობით ათასი დაზარალებული, ქონებაწართმეული მოქალაქე, რომელიც სწორედ „სამართალდამცავი“, სინამდვილეში კი სადამსჯელო უწყებისა და ციხეში აღმოჩენის შიშით ვერც ხმას იღებდა და ვერც სამართალს პოულობდა.
სოციალური უთანასწორობის მაღალ დონეზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაუცველობაზე, არასაკმარისი სოციალური დაცვის მექანიზმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი არა დემოკრატიის ნაწილად, არამედ საფრთხედ და პრობლემად აღიქმებოდა და რაც მთავარია, ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობოდა!
სწორედ ამგვარი იყო ის ქვეყანა, რომელსაც გარე ძალები „დემოკრატიის შუქურად“ ასაღებდნენ...
ამ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაციით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლემების მიუხედავად, წლების განმავლობაში განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, სამართლიანი, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა“, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




