
ავტორი
Front News საქართველო
“ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
კობახიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში.
“ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმაც, მხარდამჭერებმაც, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ “სირცხვილია” არის “ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ექსტრემისტული ფრთა. „ნაცმოძრაობის“ არის თუ არა ჯერ ამით დავიწყოთ, ელემენტარულად „ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები არიან, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ ნაცმოძრაობის გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია. ერთი რომ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, მაგრამ მეორე მთავარი საკითხი არის ის რომ თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს