Logo

ირაკლი კობახიძე - უმჯობესია, პრეზიდენტი ეწვიოს, საარჩევნო რეჟიმია და უშუალოდ ვარ ჩართული პროცესებში, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა

პოლიტიკა
443
Frontnews image description

სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ-იორკში არის აბსოლუტურად სწორი.

"ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები