ირაკლი კობახიძე - უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები

ავტორი
Front News საქართველო
მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი, მიმემართა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებისთვის ბუდაპეშტში, სადაც საქართველოს სახელით გამოვედი; ვისაუბრე იმ ქვეყნის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, გლობალური გამოწვევების ფონზე უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები.
"საქართველო ერთგულია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მშენებლობის იდეისადმი და ამასთან ერთად იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას. ჩვენ განვაგრძობთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპების მხარდაჭერას ამ ცვალებად სამყაროში“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




