
ავტორი
Front News საქართველო
პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ. დღეს უკვე, ახალი მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წაწიოს ეს პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და პროცესს იდეალურად გაუძღვება ახალი მინისტრი.
“მათ შორის იგულისხმება, რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარების მოწესრიგება, მათ შორის იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები. იდეალურად გაუძღვება ის ამ პროცესს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს