Logo

ირაკლი კობახიძე – უნდა შიმშილობა, არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია, 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი საერთოდ გაქრება ჩვენი დღის წესრიგიდან

პოლიტიკა
1558
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილს და იმიტირებულ შიმშილის ქრონიკას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე.

 

“გარწმუნებთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არც ერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი საერთოდ გაქრება ჩვენი დღის წესრიგიდან. შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე. როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე. ბუნებრივია, ციხე არ არის კურორტი. უნდა შიმშილობა, არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა. იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს. არავის პრივილეგია არ არის გადაყვანა სამოქალაქო ციხეში. რა სტანდარტითაც მოქმედებს, იმოქმედებს ყოველთვის სახელმწიფო სხვა მოშიმშილეების, პატიმრების მიმართ, იგივე სტანდარტებით იმოქმედებს სახელმწიფო პატიმარ, უმძიმეს დამნაშავე სააკაშვილის მიმართაც“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები