ირაკლი კობახიძე - უნდათ ალიბის შექმნა, რომ არ მონაწილეობდნენ დამხობის აქციაში და მზად არიან მოღალატის იარლიყიც კი მიიწებონ, ოღონდ არ მოხვდნენ ციხეში


ავტორი
Front News საქართველო
რეალურად, არის ძალიან მარტივად დადგმული სცენარი. ჩვენ ვიცით, როგორი ალიანსია ამ ტელევიზიასა და ამ პოლიტიკურ ძალას შორის, კონკრეტულად "ტვ პირველი" არის პირდაპირ "ნაცმოძრაობის" პარტიული ტელევიზია და ვინ დაიჯერებს იმას, რომ აქ არის რაიმე დაპირისპირება სახეზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, "ტვ პირველის" და კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესაძლო დაპირისპირებაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, არის მარტივი სცენარი, რომელიც პარტიული ტელევიზიის დახმარებით ხორციელდება, კერძოდ, სხვადასხვა პოლიტიკოსებს, მათ შორის, ლევან სანიკიძეს და ირაკლი ფავლენიშვილს, სურთ შეიქმნან ალიბი, რომ ხელისუფლების დამხობის აქციაში არ მონაწილეობდნენ და მზად არიან, ციხისგან თავის არიდების მიზნით, მოღალატის იარლიყიც კი მიიწებონ.
"რეალურად, წარმოიდგინეთ რა ხდება: არიან "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი პოლიტიკოსები, ბატონი გუბაზის შვილი, ფავლენიშვილი და ა.შ., რომლებსაც უნდათ ალიბის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ მონაწილეობდნენ დამხობის აქციაში და დროულად წამოვიდნენ იქიდან და ისინი მზად არიან მიიწებონ მოღალატის იარლიყიც კი, ოღონდ კი არ მოხვდნენ ციხეში. ეს არის მარტივი სცენარი, რომელიც პარტიული ტელევიზიის დახმარებით ხორციელდება", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ცდილობს, საკუთარი პარტიის ლიდერებს სამართლებრივი ალიბი შეუქმნას, თუმცა, დამხობის აქცია წინასწარ იყო დაანონსებული და ოპოზიციის ლიდერებიც მთელი შემართებით გამოცხადდნენ აქციაზე.
"ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან - ეს ერთი და მეორე: სამართლებრივი ალიბის შექმნა სჭირდებათ, იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყვნენ ათონელის სასახლესთან ძალადობის განხორციელების დროს. კი გაიპარნენ და თქვენ ეხმარებით სამართლებრივი ალიბის შექმნაში ამ შემთხვევაში. თქვენი პარტიაა და უნდა დაეხმაროთ, რა თქმა უნდა. ამაში აბსოლუტურად თანაგიგრძნობთ.
საკუთარი პარტიის ლიდერებს რომ უსვამთ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაიპარნენ, ამით ხომ სამართლებრივ ალიბს უქმნით საკუთარი პარტიის ლიდერებს, ამაშია საქმე. ისინი გაიპარნენ, მაგრამ, თქვენ გინდათ, რომ ალიბი შეუქმნათ სამართლებრივი უკვე, რომ თითქოს, ისინი არ ემხრობოდნენ დამხობის აქციას. ამ დროს, წინასწარ იყო დაანონსებული დამხობის აქცია და მთელი შემართებით მივიდნენ ეს ლიდერები დანარჩენ 7000-მდე კაცთან ერთად ამ დამხობის აქციაზე, თუმცა, წამოვიდნენ იქიდან იმედგაცრუებულები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს