Logo

ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

პოლიტიკა
263
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულების მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობას.

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები