ირაკლი კობახიძე - უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობაზე


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერთან, შინაარსიანი და ნაყოფიერი განხილვა შედგა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
"ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათი, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. კიდევ ერთხელ გავამახვილე ყურადღება მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობაზე და გამოვხატე მტკიცე რწმენა, რომ აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ჩვენს საკანონმდებლო ჰარმონიზაციას საერთო წარმატების მისაღწევად", - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს