Logo

ირაკლი კობახიძე - უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი

პოლიტიკა
140
Frontnews image description

უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი; ამას განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენადაც იმასთან, რომ ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უფასო უმაღლეს განათლებაზე გადასვლის მთავარი მიზანი სოციალურია.

„ერთ-ერთი აწეული საკითხი იყო, რომ სტუდენტები ვერ ახერხებდნენ გადასახადის გადახდას და სტატუსშეჩერებულები არიან და ა.შ. არც ერთი სტატუსშეჩერებული სტუდენტი აღარ გვეყოლება არასდროს. მთავარი თემა არის სოციალური. ჩვენ სტუდენტებს ვუხდით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახადს იმისთვის, რომ მათი სოციალური მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ეს არის მთავარი მიზანი. რაც შეეხება მეორე მხარეს, ხარისხის ამაღლებას, ხარისხის ამაღლებას ემსახურება მთლიანად ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა, რომ განათლება იყოს უფასოც და ხარისხიანიც“, - განაცხადა კობახიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები