
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია არის სრულად დეზორიენტირებული, ხედავთ, რომ მძიმე მდგომარეობაშია, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია თვეების განმავლობაში ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ თავის მართლება და ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, უსუსურ მდგომარეობას.
“მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, მთელი ამ თვეების განმავლობაში. ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყო 20%, 30%, 35%, თუმცა, საბოლოო ჯამში, დადგნენ ფაქტის წინაშე და ახლა უწევთ თავის მართლება თავიანთი მხარდამჭერების მიმართ. ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, მათ უსუსურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში კარგია, ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს