Logo

ირაკლი კობახიძე - უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია "ნაცობა"

პოლიტიკა
318
Frontnews image description

წლების განმავლობაში, ეს ადამიანები აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? ეს  ნიშნავს, რომ უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია 'ნაცობა“, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "ნაცობა" არის კატასტროფა და "ნაცობა“ და ლოგიკა ერთმანეთთან არ არის თავსებადი.

"რაც შეეხება თარიღს, კიდევ ერთი კატასტროფა, რაც უკავშირდება „ნაცობას“ და „ნაცობის“ ალოგიკურობას, ეს არის თარიღთან დაკავშირებული. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2009 წელი, 2010 წელი, 2011, 2012 წლების განმავლობაში, ეს ადამიანები აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? ეს  ნიშნავს, რომ უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია  „ნაცობა“. გაემიჯნეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არ შეიძლება, მუშაობდე ტვ პირველში და ფორმულაში იმიტომ, რომ ეს ნიშნავს „ნაცობას“ და სირცხვილს“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement