
ავტორი
Front News საქართველო
11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი ფუნდამენტი მშვიდობა და სტაბილურობაა, რაც სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურ ძალისხმევას ეფუძნება.
“მშვიდობის სადარაჯოზე დგომა ყოველდღიურად მაღალ რისკს უკავშირდება. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირი ოფიცრების ხსოვნას.
დღეს მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე, უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, წარმატებით აღიკვეთა. თუმცა, საფრთხეები არ გამქრალა.
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია საოკუპაციო ზოლის გასწვრივ დესტრუქციულ ქმედებებზე მყისიერი რეაგირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს