ირაკლი კობახიძე – უზბეკეთის პრეზიდენტთან გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობების შესახებ

ავტორი
Front News საქართველო
უზბეკეთის პრეზიდენტთან გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
“მქონდა პატივი შევხვედროდი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ შავკატ მირზიოევს. გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ, ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ბუნება, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე.
კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებისათვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენისკენ როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში“, – წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




