
ავტორი
Front News საქართველო
ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს, არაერთგზის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ეს ყველაფერი არის ბუნებრივია, ცარიელი სპეკულაციები. თქვენ იცით, რომ სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული. მათ შორის, სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უშუალო ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის დამსახურება.
აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო. საერთოდ უადგილოა ამაზე საუბარი, მხოლოდ ასეთმა ე.წ. ექსპერტებმა შეიძლება განავითარონ ასეთი აზრები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს