
ავტორი
Front News საქართველო
ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთის მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს სიმტკიცე და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის რთული პროცესები, რაც გამოვიარეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში – რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, არეულობის შემოტანის მცდელობა და ამ პრობლემების დაძლევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად მინისტრის სწორმა, რაციონალურმა და პროფესიონალურმა მოქმედებამ. ჩვენ ეს ვიხილეთ გასული დღეების, გასული თვეების განმავლობაშიც. იყო სირთულეები, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც. დღეს, როდესაც არის საჭირო გამკლავება კონკრეტულ სირთულეებთან, ჩვენ ვართ მშვიდად, რადგან ვიცით, რომ ყველა საქმე არის საიმედო ხელში და ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთი მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს სიმტკიცე და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები. მადლობა ვახტანგ გომელაურს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს