ირაკლი კობახიძე - ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას ეხებოდა.
მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი.
"ძალიან მიხარია, რომ პარლამენტშიც დაინიიცირდა მსგავსი შინაარსის პროექტი და აქაც არის ასახული ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისათვის და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




