
ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის, სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაღრმავება ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ადის პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის.
"სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაღრმავება პირდაპირ არის დაკავშირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან, ამას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი როლი და ამ ყველაფერში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე წარმოგიდგინეთ მონაცემები, რომლებიც ასახავს გასული რამდენიმე წლის დინამიკას სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის თვალსაზრისით, ასევე სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგები. ხაზს გავუსვამ განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. კონკრეტული პროცესები უკვე დაწყებულია, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ განათლების სამინისტროები ერთმანეთთან. ახალი შეთანხმების გაფორმება დამატებით შეუწყობს ხელს ამ სფეროშიც ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს