ირაკლი კობახიძე – ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა


ავტორი
Front News საქართველო
ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა, სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისია ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს.
“საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივი პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9,3 %, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

ირაკლი კობახიძე – პაატა სალია არის ძალიან კარგი პროფესიონალი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი, კეთილსინდისიერი ადამიანი

ირაკლი კობახიძე – ყველაზე ევროპული და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის “ქართული ოცნება”