
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისიის გენერალური მდივანი სიმონა მენგინი-გრანატა ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და ის კანონპროექტები მიმოიხილეს, რომელთა დაკავშირებითაც საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მიიღო.
“ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანთან და კომისიის ექსპერტებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს და კომისიაში კანონპროექტების გაგზავნის ფაქტები ხშირია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მაღალია რეკომენდაციების გათვალისწინების მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. შეხვედრაზე ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებსაც შევეხეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიც არის სასამართლოს საკითხები და საარჩევნო თემატიკა და ამ საკითხებზე დეტალური დისკუსია გავმართეთ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს