Logo

ირაკლი კობახიძე - ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი 4 მილიონი ადამიანის წინაშე

პოლიტიკა
198
Frontnews image description

თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით  უნდა გამოხატოთ პროტესტი  და  თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერი, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა კანონი,  რომელიც იქნა მიღებული და  რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას.

"რომ განვაზოგადოთ, თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით  უნდა გამოხატოთ პროტესტი  და  თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერი, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე. მარტივად არის საქმე. ყველა კანონი,  რომელიც იქნა მიღებული და  რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას, რომ 50-მა ან 150-მა კაცმა არ შეიძლება იძალადოს 4 მილიონ ადამიანზე. ყველა კანონი, რომელიც დაინიცირდა თუ დაინიცირდება, ეფუძნება ამ ერთ მარტივ ლოგიკას.

გაფრთხილების ვალდებულება არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული, არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, რომ შეიძლება გარემოებების გამო მიუთითოს კონკრეტულმა უწყებამ შეკრების სხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით და ა.შ. ესეც არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი. საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც არის გაზიარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ყველა კანონს, რასაც ვიღებთ, ვიღებთ სწორედ სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სხვანაირად ჩვენ არ ვმუშაობთ. 

ჩვენ გვაწუხებს ის, რომ 150 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი 4 მილიონი ადამიანის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ინტერესები, მარტივად არის საქმე“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები