ირაკლი კობახიძე – ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა რიგგარეშე სხდომას ითხოვენ

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს, ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა ჩამოსული არიან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, აჭარის მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, არჩევნებამდე პლენარული სხდომები არ იმართება და ყველაფერს თავისი დრო და წესები აქვს.
“რიგგარეშე სხდომას რაც შეეხება ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი წესები, არჩევნებამდე არ იმართება ხოლმე პლენარული სხდომები, ამის რესურსი არ აქვს პარლამენტს გამომდინარე იქიდან, რომ უკლებლივ ყველა დეპუტატი ჩართულია საარჩევნო სამუშაო პროცესში. როგორც კი განახლდება პარლამენტის მუშაობა, მაშინვე შეგვიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


