ირაკლი კობახიძე - ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს

ავტორი
Front News საქართველო
ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა საბოლოო ჯამში ერთი წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაცია.
"ეს ყველაფერი მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში და ზოგადად „დიფ სთეითში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარი ის არის, რომ რეალურად ამით ვერანაირად ვერ ცვლიან ოპოზიციისთვის სასარგებლოდ ვითარებას. ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს. ვერც ვერაფერს დააკლებს, ვერც ვერაფერს შემატებს და ვერც თავისთვის ვერაფერს შემატებს ეს გადაწყვეტილება ამ პარტიას. აქამდე მიიყვანა საბოლოო ჯამში პატრონების კარნახმა ეს პოლიტიკური პარტიები, რაც ძალიან სამწუხაროა მათთვის და ძალიან კარგია ქართული დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა უმრავლესობა შექმნეს ოთხ მუნიციპალიტეტში "ნაცმოძრაობასთან“ ერთად და ამბობდნენ, რომ კოალიციაში არ ვართ „ნაცმოძრაობასთანო“, ასეთივე აბსურდში არიან.
"პარლამენტის წევრები გახდნენ და რანაირად, აბა რისი წევრები არიან. თუ არიან პარლამენტის წევრები, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური. უსუსურად თავი იმართლო რაღაცებზე ოპოზიციის წინაშე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს მათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


